09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
სიდნეის ცენტრი პოლიციას კვლევ ალყაში აქვს მოქცეული

პოლიციას ამ დრომდე ალყაში აქვს მოქცეული სიდნეის ცენტრი, სადაც ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. შენობაში დარჩენილი ტყვეების ზუსტი რაოდენობა კვლავ უცნობია.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი მძევლების უვნებლად გათავისუფლებაა. მთელი დღის განმავლობაში ტყვეობას თავი მხოლოდ 5-მა ადამიანმა დააღწია. გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც.

ტერორისტი დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” დროშის მიტანასა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვს. თავად ტონი ებოტი მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დღის ამბები