07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორის შემცველი ჭურვების გამოყენებაში ადანაშაულებენ

სირიის სამთავრობო ძალებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორის შემცველი ჭურვების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ავიაიერიში ალეპოს გარეუბანზე განხორციელდა, რომელსაც ოპოზიციის მებრძოლები აკონტროლებენ.

ქალაქის საავადმყოფოში 80 ადამიანი მოათავსეს. ექიმების განცხადებით, უმეტესობას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და 8 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სირიის ხელისუფლება ქლორის შემცველი ჭურვების გამოყენების ფაქტს უარყოფს. თუმცა, წინა შემთხვევები გაეროს საგამოძიებო ჯგუფის მიერ დადასტურებულია. 

დღის ამბები