07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
კერი-ლავროვის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირიაში ცეცხლის შეწყვეტა იქნება

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხი იქნება განხილვის მთავარი თემა სერგეი ლავროვისა და ჯონ კერის შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართება. სახელმწიფო მდივანი შვეიცარიაში დღეს ჩავიდა.

უკვე ჟენევაში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც უკვე შეხვდა სირიის საკითხებში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს.

არსებული გეგმა ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სირიის სამთავრობო ძალები და ოპოზიციის მებრძოლები ერთმანეთის წინააღმდეგ, ბოლო 5 წელია იბრძვიან.

დღის ამბები