09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ეკა ზღულაძეს უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ 22 თებერვალს წარადგენენ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა „კურიერთან” ინტერვიუში მის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძის დანიშვნაზე ილაპარაკა. უკრაინის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ზღულაძეს ორშაბათს წარადგენენ და ის სამინისტროში რეფორმებზე იქნება პასუხისმგებელი.

ავაკოვმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაში წარმატება უსურვა.

„საქართველოს ვუსურვებ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ევროკავშირისკენ სვლას. რადგან თქვენი ქვეყნის ურთიერთობის გამოცდილება ყოფილ საბჭოთა სივრცესთან ისეთივე ნეგატიურია, როგორც უკრაინის. ასევე მივესალმები ქართველ სპეციალისტებს ჩვენი რეფორმატორების გუნდში, მათ შორის ეკა ზღულაძეს, რომელსაც მე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენ და ოთხშაბათს ის დაინიშნება ამ პოზიციაზე. ის დაგვეხმარება იმ რეფორმების სტრატეგიის განხირციელებაში, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ. მე მას რამდენჯერმე შევხვდი და ძალიან კმაყოფილი ვარ.”

ამავე თემაზე
დღის ამბები