09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
„კოალიციას ისლამური სახელმწიფოს სრულად განადგურება სურს,” - ბარაკ ობამა

”კოალიციას ისლამური სახელმწიფოს არა მხოლოდ შესუსტება, არამედ სრულად განადგურება სურს,” - ასეთი განცხადება გააკეთა ბარაკ ობამამ ნიუ ჯერსიში სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას.

პრეზიდენტმა ჯარისკაცები წინასაშობაოდ მოინახულა. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მიწაზე შეერთებული შტატების მიერ სახმელეთო ჯარების გამოყენებით ოპერაციის წარმოების პერიოდი დასრულდა. ის ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დასრულებასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2015 წლიდან ამერიკელი სამხედროები ავღანელი კოლეგების წვრთნის ფაზაზე გადავლენ.

დღის ამბები