09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
რუსმა საოპერო მომღერალმა უკრაინელ სეპარატისტებს მილიონი დოლარი გადაურიცხა

ოპერის ვარსკვლავმა ანა ნეტრებკომ დაპირება შეასრულა და უკრაინელ სეპარატისტებს დახმარების სახით მილიონი დოლარი გადაურიცხა. გეგმის თანახმად, ეს თანხა დონეცკის ოპერას უნდა მოხმარდეს.

ცნობილი რუსი სოპრანო ბრძოლების დასრულების შემდეგ დონეცკში ჩასვლას და კონცერტის ჩატარებასაც აპირებს.

ანა ნეტრებკო, რომელიც მსოფლიო საოპერო სცენის ერთ-ერთ ვარსკვლავად ითვლება, ერთი კვირის წინ ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე პოზირებდა სეპარატისტების ერთ-ერთ ლიდერთან ერთად. ამ ფაქტის გამო ვარსკვლავი მკაცრად გააკრიტიკეს, თუმცა მოგვიანებით ანა ნეტრებკომ თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ მან სეპარატისტების დროშა ვერ იცნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები