09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
თალიბანის მებრძოლთა თავდასხმას პაკისტანში 100 ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისთვის მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს პაკისტანში, სადაც თალიბანის მებრძოლთა თავდასხმას უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 80 ბავშვია. ათობით მოსაწავლე ამ დრომდე თალიბანის მებრძოლთა ტყვეობაში რჩება. 

6 შეიარაღებული პირი პეშავარის სამხედრო სკოლაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთმა თავიც აიფეთქა. ორი ტერორისტი საპასუხო სროლის დროს მოკლეს.

თავდასხმის დროს სკოლაში 500 მოსწავლე იმყოფებოდა. შენობიდან მოსწავლეების უმეტესობის გაყვანა მოასწრეს, თუმცა მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

მებრძოლები სამხედრო უნიფორმაში იყვნენ ჩაცმულები და სკოლის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შევიდნენ. დაღუპულებს შორის არიან მასწავლებლებიც და ჯარისკაცებიც, რომლებიც სკოლის დიდ დარბაზში მოსწავლეებს სამხედრო ტრენინგს უტარებდნენ.

პეშავარის საავადმყოფოში დაჭრილები ყოველ წუთს მიჰყავთ. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სამედიცინო საშუალებების ნაკლებობას განიცდიან. მოსახლეობას კი სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი მძევალი ჰყავთ თავდამსხმელებს დატყვევებული. მოძრაობა თალიბანის წარმომადგენელთა განცხადებით, დღევანდელი თავდასხმა იყო პასუხი ძალოვანთა ოპერაციაზე, რომელსაც ჩრდილოეთ ვაზირისტანში ასობით მებრძოლი ემსხვერპლა.

დღის ამბები