07 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 48 საათით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 48 საათით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

გადაწყვეტილება ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ლიდერები თანხმდებიან, რომ ცალკეული ინციდენტების მიუხედავად დროებითი ზავი ქვეყანაში ამ დრომდე სრულდება.

პარალელურად, გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს, უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

40 ათასი ადამიანისთვის ერთი თვის საკმარისი ტვირთი ამ დრომდე თურქეთის საზღვართან არის  გაჩერებული.

დღის ამბები