03 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
დონეცკში გარდაცვლილი არსენ ბერიძე საქართველოში ჩამოასვენეს

დონეცშკი მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი ქართველი გვიან ღამით საქართველოში ჩამოასვენეს. 27 წლის არსენ ბერიძე რამდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში ნაღმზე აფეთქდა. იგი აჭარიდან იყო და ბოლო ათი წელი მშობლებთან ერთად დონეცკში ცხოვრებდა.

სავარუდოდ ცხედარს თბილისიდან ქედაში გადაასვენებენ. გარდაცვლილის დაკრძალვა ბათუმში ხუთშაბათს იგეგმება. გადმოსვენების ხარჯები საქართველოს საკონსულომ დაფარა.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, დონბასიდან საქართველოს 4 მოქალაქის ევაკუაციაა დაგეგმილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მათ დონეცკის და დონბასის ოლქების დატოვების სურვილი თავად გამოთქვეს. 

დღის ამბები