07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
მოსკოვში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის გარეუბანში საწყობი დაიწვა, სადაც პლასტმასის მასალები ინახებოდა.

ცეცხლი 4 ათასი კვადრატული მეტრის ფართს მოედო. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ხანძრის ჩასაქრობად 14 საათი დასჭირდათ.

შენობის დათვალიერების შემდეგ კი მეხანძრეებმა 8 კოლეგის ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ თავის დაღწევა ვერ შეძლეს და კვამლისგან გაიგუდნენ.

მომხდარის გამო მოსკოვის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები