09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუბლი გაუფასურებას განაგრძობს

რუსეთის ვალუტის კურსი ისევ დაეცა. მოსკოვის ბირჟის გახსნისთანავე დოლართან მიმართებით რუბლის კურსმა 5 პუნქტით დაიწია და ამ დროისთვის ერთი დოლარი 72 რუბლი და 50 კაპიკი ღირს, ხოლო ერთი ევრო უკვე 88 რუბლი და 80 კაპიკი.

რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად რუსეთის ეროვნულმა ბანკმა დღეს მილიარდ 961 მილიონი დოლარი გაყიდა, გუშინ კი საპროცენტო განაკვეთი 10-დან 17 პროცენტამდე გაზარდა. თუმცა ეს ნაბიჯები მაინც უშედეგო აღმოჩნდა. ვალუტის გადამცვლელ პუქტებში ერთ დოლარში 80 რუბლს ითხოვდნენ, ხოლო ერთ ევროს ნაცვლად 100 რუბლს.

ამავე თემაზე
დღის ამბები