09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსეთში „ნორდ ოსტის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

რუსეთის პროკურატურამ „ნორდ ოსტის“ ტერაქტზე გამოძიება განაახლა. საქმე ეხება 12 წლის წინ მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევლების აყვანას, რომლის ერთ–ერთი ორგანიზატორი ჰასან ზაკაევი მოსკოვში ცოტა ხნის წინ დააკავეს.

გამოძიების ცნობით, სწორედ ზაკაევი იყო პასუხისმგებელი რუსეთის დედაქალაქში იარაღის შეტანაზე. 2002 წლის 22 ოქტომბერს მოსკოვის თეატრალურ ცენტრში „ნორდ ოსტის“ მიუზიკლის მსვლელობის დროს ჩეჩენი მებრძოლები შეიჭრნენ და 900-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს. 4 დღის შემდეგ სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები