07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
აშშ-ს პოლიციამ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

პოლიციამ ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა.

ჩანაწერი საპატრულო მანქანისა და ერთ-ერთი პოლიციელის უნიფორმაზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.

მასალაში ისმის, როგორ ითხოვენ სამართალდამცველები ეჭვმიტანილისგან იარაღის დაყრას, თუმცა კადრებში არ ჩანს, ნამდვილად შეიარაღებულია თუ არა მოკლული მამაკაცი.

ჩანაწერში ოთხი გასროლის ხმაც ისმის, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი მიწაზე ეცემა.

43 წლის აფროამერიკელის მკვლელობამ შარლოტში მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. აქციები ქალაქში უკვე ერთი კვირაა ყოველდღიურად იმართება.

დღის ამბები