09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსეთის ხელისუფლება რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად უკიდურეს ზომებს მიმართავს

რუსეთის ხელისუფლება რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად უკიდურეს ზომებს მიმართავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა ვარდნას განაგრძობს. ერთი დოლარის ღირებულება, ოფიციალური კურსით, თითქმის 68 რუბლია, თუმცა სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე უკვე დაფიქსირებულია სამნიშნა რიცხვი. საფონდო ბირჟებზე ეცემა რუსული კომპანიების აქციების ფასიც.

რიგებია ყველა სავალუტო ჯიხურთან და მაღაზიებში. ხალხი პანიკამ მოიცვა და ფასების მკვეთრი მატების ფონზე პროდუქტს იმარაგებს. ზოგიერთ მაღაზიაში უკვე დახლებიც ცარიელია.

რუბლის გაუფასურება სწორედ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე დაიწყო. უკრაინის კრიზისის გამო ამოქმედებულმა შეზღუდვებმა რუსეთის ეკონომიკური ზრდა შეაჩერა, გაიზარდა ინფლაციის დონე, ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის რეკორდული დაცემაც.

რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ მომავალ წელს ქვეყანაში რეცესია იქნება. რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად ხელისუფლებამ უკვე მიმართა უკიდურეს ზომებს. საზოგადოებაში კი უკმაყოფილება თანდათან იზრდება.

დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხვალ ვლადიმერ პუტინს პრესკონფერენციაზე მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები