09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
გიორგი ბარამიძე ლუგანსკში მებრძოლ ქართველებს შეხვდა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ ვითარებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პირადად გაეცნო.

გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის ზონაში ლუგანსკის ოლქის ქალაქ სშასტიეში ჩავიდა, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს და იმ მოხალისე ქართველებს შეხვდა, რომლებიც უკრაინის არმიას სეპარატისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.

გიორგი ბარამიძე იმ ბოლო ბლოკ-საგუშაგოზეც იმყოფებოდა, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ. ეს ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც არავის უშვებენ, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ქართველი პოლიტიკოსისთვის გამონაკლისი დაუშვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები