09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
37 წლის ქალმა 8 ბავშვი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა

ცნობილი ხდება ავსტრალიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამოძიების დეტალები. პოლიცია ბავშვების მკვლელობაში დედას ადანაშაულებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 37 წლის ქალი, რომელიც მოკლულ რვა ბავშვთან ერთად სახლში დაჭრილი აღმოაჩინეს, უკვე დაკავებულია. თუმცა, ოფიციალურად ბრალი მისთვის ჯერ არ წაუყენებიათ.

ტრაგედია ქალაქ კერნსში გუშინ მოხდა. სამართალდამცველებმა სახლში 8 მოკლული ბავშვი აღმოაჩინეს. ყველაზე პატარა მათგან წლინახევრის იყო, უფროსი კი 15–ის. ბავშვებს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. პოლიციის ცნობით, მოკლული ბავშვებიდან 7 მისი შვილი იყო, ერთი კი ახლო ნათესავი.

ამავე თემაზე
დღის ამბები