09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
24 მილიონი დოლარის ნახატები

ამერიკელმა სამართალდამცველებმა წლების წინ დაკარგული ნახატები აღმოაჩინეს, რომელთა საერთო ღირებულება 24 მილიონ დოლარს აჭარბებს.

აღმოჩენილ შედევრებში რამდენიმე მარკ შაგალის და დიეგო რივერას ნამუშევარია.

ნახატები 6 წლის წინ კერძო კოლექციიდან გაიტაცეს. სპეცოპერაცია ლოს–ანჯელესის პოლიციამ და ფედერალური სამსახურის აგენტებმა ერთობლივად ჩაატარეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის რაულ ესპონოზა დააკავეს. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს

დღის ამბები