03 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
რეცეპტით გასაცემი წამლების სია გადაიხედება - დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტებით გასაცემი წამლების სია შესაძლოა შემცირდეს. ამის შესახებ მან ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ 9 სექტემბერს განაცხადა.

შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს განუმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც წამლების ნაწილის რეცეპტით გაცემის რეგულაცია შემოვიდა, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ამიტომ სამინისტროს შესთავაზეს ზოგიერთი მედიკამენტის ურეცეპტოდ გასაცემთა სიაში გადატანა.

მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომპანიები სამინისტროს იმ მედიკამენტების სიას მიაწვდიან, რაც მათი აზრით ურეცეპტოდ უნდა გაიცეს. სერგეენკოს თქმით, სამინისტრო ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალება.

შეხვედრაზე გარდა მედიკამენტებისა სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო ექიმების მხრიდან არასრულყოფილად გამოწერილ რეცეპტებს და ასევე კონტროლის გამკაცრებას იმ აფთიაქების მიმართ, რომლებიც დარღვევით ახორციელებენ ახალ რეგულაციებს.

დღის ამბები