09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
"ეს არის ომი," - ხოდორკოვსკის მიმართვა რუს ხალხს

მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის მოსახლეობას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. "იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა სპეციალური მიმართვა ციხიდან გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

ხოდორკოვსკის თქმით, ხელისუფლების წყარო რუსი ხალხია და არა ვლადიმერ პუტინი. მისივე აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ამიტომ ისეთი საშუალება მოძებნა, რომელიც ამ პრობლემებს დაჩრდილავს. "ეს არის ომი," - ამბობს მიხეილ ხოდორკოვსკი და ის დარწმუნებულია, რომ რუსეთს უკრაინის ტრაგედია კოლოსალური დანაკარგების ფასად დაუჯდება.

დღის ამბები