09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
რუსეთის ახალი ვერსია მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შესახებ

რუსული მედია საზოგადოებას აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის კატასტროფის ახალ ვერსიას სთავაზობს.

”კომსომოლსკაია პრავდა” დაუდგენელი მამაკაცის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, კატასტროფის მოწმე გახდა.

ანონიმი მოწმე აცხადებს, რომ სამგზავრო ბოინგი უკრაინელმა პილოტმა ჩამოაგდო. მისი ინფორმაციით, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე დნეპროპეტროვსკის ავიაბაზიდან სამი სუ25 აფრინდა. თუმცა, ორი უკრაინული მოიერიშე მებრძოლებმა ჩამოაგდეს.

მოწმე აცხადებს, რომ მესამე მოიერიშე ბაზაზე ბოინგის ჩამოგდების შემდეგ დაბრუნდა. მისი თქმით, მფრინავი არაადეკვატურად მოქმედებდა და ვარაუდობს, რომ მან ბოინგს რაკეტა შურისძიების მიზნით ესროლა.

ანონიმი მოწმის ჩვენებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები