23 დეკემბერი 2024,   01:04
ვრცლად
ექსპერტი ლევან ჩაჩუა ჟვანიას საქმეზე სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამართლა

ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - ყოფილი პრემიერმინისტრის საქმის ექსპერტი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

ინფორმაციას ამის შესახებ facebook-ში ლევან ჩაჩუას ინტერესების დამცველი ავრცელებს - გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითაც ძალაში დატოვა გამამართლებელი განაჩენი.

ჩაჩუას გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებოდა, თითქოს მან არასწორი დასკვნა დადო რაულ უსუპოვისა და ჟვანიას სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის არც თავად ჩაჩუა და არც ადვოკატი სატელეფონო კომენტარს არ აკეთებენ. ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდებათ.

დღის ამბები