09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ბაქოში "რადიო თავისუფლების" ოფისი პროკურატურამ დახურა

"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ოფისში გუშინ გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია რადიოს ვებგვერდის მეშვეობით ვრცელდება.   

რადიოს ბაქოს ოფისის დირექტორის, ქენან ალიევის, განცხადებით, პროკურატურის ათზე მეტი თანამშრომელი პოლიციელებთან ერთად ოფისში შეიჭრა და განაცხადა, რომ ოფისის დახურვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ.

"მათ წარმოადგინეს ჩხრეკის ორდერი. რადიოს შიდა ტელეფონები და ინტერნეტი გათიშულია. რადიოს თანამშრომლებს ეკრძალებათ საკუთარ სამუშაო კომპიუტერებთან მიახლოება," - ნათქვამია რადიოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ჩხრეკა დასრულებულია, წაღებულია კომპიუტერები, ოფისი კი დალუქულია. რადიო "თავისუფლების" ბიუროს თანამშრომლებს ოფისის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს. 

ოფიციალურად კი გავრცელდა პროკურატურის განცხადება, რომ საგამოძიებო მოქმედებები რადიოსადგურში მიმდინარეობს როგორც არაკომერციული რადიოს საქმიანობის ფარგლებში, ვინაიდან ის უცხოეთიდან ფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანში დააპატიმრეს რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს რეპორტიორი, ხადიჯა ისმაილოვა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებზე რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

დღის ამბები