09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
მიხეილ გორბაჩოვის აზრით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში პუტინი და ობამა პირადად უნდა ჩაერთონ

უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზებით მოსაგვარებლად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სერიოზული დიალოგია საჭირო.

განცხადება ამის შესახებ მიხეილ გორბაჩოვმა მოსკოვში, მისი ახალი წიგნის - ”კრემლის შემდეგ”, პრეზეტნაციაზე გააკეთა.

საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის აზრით, მოლაპარაკებებში პირადად ვლადიმერ პუტინი და ბარაკ ობამა უნდა ჩაერთონ.

პრეზენტაციის დროს გორბაჩოვმა რუსეთის ხელისუფლება უკრაინელი დევნილების დახმარებისთვისაც შეაქო.

დღის ამბები