09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
AirAsia-ს გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა შეჩერდა

სამაშველო ოპერაცია ინდონეზიაში ღამის დადგობასთან ერთად შეაჩერეს. მორიგი მალაიზიური ლაინერი და მის ბორტზე 162-ი ადამიანი დღეს გამთენიისას გაუჩინარდა.

ფართომასშტაბიან სამაშველო სამუშაოებს ამ დროისთვის შედეგი არ მოჰყოლია. უცნობია რადარებიდან ხომალდის გაქრობის მიზეზიც, განიხილება უამინდობისა და საწვავის უკმარისობის ვერსიები.

AirAsia-ს თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურში მიფრინავდა, დღეს 28 დეკემბერს გამთენიისას გაუჩინარდა. 

სავარაუდოდ ლაინერმა ტურბულენტური ზონისთვის გვერდის ავლა სცადა. გაუჩინარებამდე პილოტებმა დისპეჩერებს მარშრუტის შეცვლა სთხოვეს. განიხილება ორი ვერსია, უამინდობა და საწვავის უკმარისობა. ეს მალაზიური ლაინერის უკვე მეორე მსგავსი კატასტროფაა.

სამძებრო პროცესის პარალელურად ბორტზე მყოფი მგზავრების ახლობლები დაკარგულების შესახებ სუარაბიას აეროპორტში ახალ ამბებს ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები