09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
გაუჩინარებული ლაინერის ძებნის ზონაში საეჭვო ობიექტები შენიშნეს

კომპანია AirAsia-ს კუთვნილი ლაინერის ძებნის ზონაში ავსტრალიურმა თვითმფრინავმა საეჭვო ობიექტები აღმოაჩინა. ძლიერი ღრუბლიანობის გამო ამ დროისთვის მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, თუმცა შესამოწმებლად ინდონეზიის ხელისუფლებამ ადგილზე სამხედროების ჯგუფი უკვე გაგზავნა. იავის ზღვაში მაშველებმა საწვავის ორი ლაქაც შენიშნეს, თუმცა ვერ ადასტურებენ, უკავშირდება თუ არა ეს ავიაკატასტროფას.

Airbus 320, რომლის ბორტზეც 162 მგზავრი იმყოფებოდა, რადარებიდან გუშინ, გამთენიისას გაუჩინარდა. თვითმფრინავი რეისს ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები