09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, AN 72-ის ტიპის რუსული მზვერავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში კუნძულ ვაინდლოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მომხდარის გამო საპროტესტო ნოტის გადასაცემად ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

მოსკოვში ესტონეთის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზვერავის ფრენის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ AN 72 საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გეგმურ ფრენას ახორციელებდა, თუმცა ესტონეთის საჰაერო საზღვარი თვითმფრინავს არ დაურღვევია.

დღის ამბები