09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ზღვაში Air Asia-ს დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

იავის ზღვაში გარკვეული საგნები შენიშნეს, რომელიც, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა Air Asia-ს თვითმფრინავის ნამსხვრევები იყოს. ტელეგრაფი ფოტოებსაც ავრცელებს. მათზე ჩანს საგნები, რომელიც სამაშველო აღჭურვილობას წააგავს. ამასთან, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული თვითმფრინავის მგზავრების ოჯახები ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე მიიწვიეს.

ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე დაადასტურეს, რომ წყალში აღმოჩენილია ცხედრები. ფაქტს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ადასტურებს ისიც, რომ მაშველებმა სანაპიროსთან გვამების ჩასადები ჩანთებიც მიიტანეს.

საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები კი ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ ნამსხვრევების მახლობლად შესაძლოა ადამიანებიც იყვნენ, რადგან წყალი იავის ზღვაში არც ისე ცივია, თუმცა იმედს არ იძლევა ის ფაქტი, რომ გაუჩინარებიდან 40 საათია გასული.

ინდონეზიის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საგნებია აღმოჩენილი, როგორიც არის მგზავრთა შესაყვანი კარი, ავარიული ტრაპი და სატვირთო კარი.

Airbas 320, რომლის ბორტზეც 162 ადამიანი იმყოფებოდა, 3 დღის წინ გაუჩინარდა. მალაიზიის, ავსტრალიისა და სინგაპურის შემდეგ სამძებრო სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ. ინდონეზიამ სამძებრო სამუშაოებში ტექნიკური დახმარებისთვის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მიმართა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები