09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
AirAsia-ს დაკარგული თვითმფრინავი ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს

4 დღის წინ გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავი ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს. მისი ადგილმდებარეობა მაშველებმა სპეციალური მოწყობილობების დახმარებით დაადგინეს.

ჰიდროლოკატორებმა ზღვის ფსკერზე დიდი ზომის ფრაგმენტი დააფიქსირეს, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულ ლაინერს ეკუთვნის.

სამძებრო ოპერაციის ზონაში 7 ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავის მგზავრები არიან. Airbus 320, რომლის ბორტზეც 162 ადამიანი იმყოფებოდა, რადარიდან კვირას გაქრა. ის ინდონეზიიდან სინგაპურში მიფრინავდა.

გუშინ მაშველებმა იავის ზღვაში 40 დაღუპულის ცხედარი იპოვეს და ამოიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები