03 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
თეა წულუკიანი: მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა გართულებულია

რამდენიმე ხანია, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა გართულებულია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილი მთავრობას განიხილავს, როგორც კონკურენტს და უნდა, მას ხელი შეუშალოს.  თეა წულუკიანის თქმით, თავად, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, არასოდეს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.
"რა თქმა უნდა, რამდენიმე ხანია, თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის გართულებული. მე ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს, ჩემი მინისტრად თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას, როგორც "ქართული ოცნების" კოალიციის წევრი, არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერსესს, არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს, ახარებდეს "ნაციონალურ მოძრაობას", -აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები