300-წლოვანი ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, უკან ხმელეთზე დააბრუნეს.
ხის გადატანის დროს კომპანია გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეების გადატანის დაკვეთას ასრულებს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ბარჯა ნახევარდ ჩაიძირა და ამის გამო ხის უკან, სანაპიროზე დაბრუნება მოუხდათ.
სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობა გადატანის შეფერხების მიზეზად გუშინ ენმ-ის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ასახელებენ.
გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლებმა და გარემოს დამცველებმა გააპროტესტეს.