19 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის არმიის ცალკეული ნაწილები რუსულ არმიასთან ოფიციალურად გაერთიანდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის არმიის ცალკეული ნაწილები უკვე ოფიციალურად გაერთიანდა რუსულ არმიასთან.
 
სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გუშინ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოაწერა.
 
პირველ ეტაპზე რუსულ არმიაში სამსახურს ოკუპირებული რეგიონიდან 150 სამხედრო შეუდგება.
 
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი მზადაა, ყველა, ვისაც ოკუპირებულ რეგიონში რუსული პასპორტი აქვს, საკუთარ არმიაში მიიღოს.
 
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჯარების გაერთიანების შესახებ სპეციალური ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.
დღის ამბები