საქართველოში რედ ნოუს დეის კამპანია დაიწყო. დღეიდან აპრილის ბოლომდე 60-ზე მეტ სავაჭრო წერტილში ე.წ. წითელი ცხვირი სიმბოლურ ფასად გაიყიდება. გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.
რედ ნოუს დეი პირველად 1988 წელს ბრიტანეთში წამოიწყეს. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა 15 მილიონი ფუნტი შეაგროვა ბავშვების დასახმარებლად.
საქართველო ამ საქველმოქმედო პროექტით მსოფლიოს ოცამდე ქვეყანას შეუერთდა.