უჩა ნანუაშვილმა ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სახალხო დამცველი მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელოდება, თუმცა მანამდე უჩა ნანუაშვილი დაზარალებულების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.
„პრობლემური არის, რა თქმა უნდა, ის საკითხი, რომ ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულთა უფლებები კვლავ არ არის დაცული. ანუ საუბარი არის იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს კომპენსაციების გაცემას, დაზარალებულთა უფლებების დაცვას და ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა კონკრეტული გეგმა არის შეთავაზებული იმისთვის, რომ დაზარალებულთა უფლებები იყოს დაცული. ამას გარდა, მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ საქმესთან დაკავშირებით გავეცნოთ უფრო დეტალებს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.