18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
"შერჩევითი სამართალი" - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები "ცენტრ პოინტის" საქმეს აფასებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცენტრ პოინტის საქმეზე შერჩევით სამართალზე საუბრობენ. განცხადებას ხელს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აწერენ. მათ მიაჩნიათ, რომ რჩეულიშვილის ოჯახის სამი წევრის დაკავებით დაზარალებულების პრობლემები ვერ მოგვარდება. პარტიები პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„მიგვაჩნია, რომ შერჩევითი სამართალი ამ ოჯახის მიმართ არის ნამდვილად არაპროპორციული. ორი მიზეზის გამო, პირველი ეს არის დაზარალებულების ინტერესები და მათი რეალური პრობლემების მოგვარება, რაც შეუძლებელია ამ ადამიანების ციხეში ჯდომის პირობებში, მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ და მეორე არის, რომ არ დავუშვათ შერჩევითი სამართალი, რომელიც კონკრეტულად და მხოლოდ ამ ოჯახის მიმართ ხორციელდება,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მარიამ გერსამიამ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი, ლეილა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ რჩეულიშვილების ოჯახის დაკავება აუცილებელი არ იყო და ეს დაზარალებულების პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

ამავე თემაზე
დღის ამბები