დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში და ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. მიზეზი ტერორისტული საფრთხე გახდა.
ტელეგრაფის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ტერორისტები კიბერთავდასხმებს გეგმავენ და სტრატეგიული ობიექტების სერვერების გატეხვას შეეცდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს მწყობრიდან გამოიყვანონ ე.წ. სკანერები დ დეტექტორები ისე, რომ უსაფრთხოების სისტემებს გვერდი აუარონ.
გამოცემის ცნობით, სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრები მობილურ ტელეფონებში, ნოუთბუკებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში დამონტაჟებული ასაფეთქებლების შენობებში შეტანას შეძლებენ.