ვირჯინიაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შტატის ორ დასახლებას ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. ქარბორბალამ 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაანგრია, წააქცია ხეები და მანქანები გაიტაცა. ორი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მაშველების განცხადებით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზარალებულ ქალაქებში აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული.