18 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
უმრავლესობის აზრით, ომბუდსმენის შეფასება ე.წ. მოსმენების კანონზე უტრირებულია - ოპოზიცია მმართველ გუნდს არ ეთანხმება

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველის შეფასება ე.წ. მოსმენების კანონზე უტრირებულია. უჩა ნანუაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ახალ კანონში სრულად არის გათვალისწინებული როგორც მოქალაქეთა ინტერესები, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი.

უმრავლესობისგან განსხვავებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ ომბუდსმენის ანგარიში მოწმობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა.

„ეს ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში დღეს არის სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოსმენების კანონი არის ადამიანის უფლებებისთვის საფრთხე,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია.

ნაციონალურ მოძრაობაში უჩა ნანუაშვილის მიერ ე.წ. მოსმენების კანონის  საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას მიესალმებიან. ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ახალი კანონი არის არა მხოლოდ „საკონსტიტუციო სასამართლოს უგულებელყოფა, არამედ საზოგადოების დაცინვა.“

ამავე თემაზე
დღის ამბები