18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
25 წელი 2 თვის ნაცვლად - ეკომიგრანტები, რომლებიც მრავალი წელია უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოლოდინში არიან

2 თვის ნაცვლად 25 წელი - მარნეულის მახლობლად მცხოვრები ეკომიგრანტები, რომლებიც პროფტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში საუკუნის მეოთხედია ცხვორობენ. ისინი იქ 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დროებით დაასახლეს, თუმცა მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. 

პროფტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში შენობები ავარიულია. კორპუსებში, რომლებიც ნელ-ნელა ინგრევა, ადამიანები და საქონელი, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ ცხოვრობენ.

სულ 45 ოჯახი 1991 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სოფელ ქარძმანიდან ჩამოასახლეს. 

მარნეულში მცხოვრები ეკომიგრანტების მთავარი მოთხოვნა ბინებით დაკმაყოფილებაა. იქ, სადაც 2 თვით ცხოვრებას დაპირდნენ 25 წელი დარჩნენ. ამასობაში თითოეულ ოჯახს სახელმწიფომ 2 ათას 500 მეტრი მიწა დაუმტკიცა. თუმცა მიწა, ტრიალ მინდორზეა და არ არის კომუნიკაციები. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დევნილთა სამინისტრო კოტეჯების აშენებას არაერთხელ დაჰპირდა. 

დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ მაისში ეკომიგრანტების დასახლებას ესპანური კომპანია ეწვევა, რომელიც მზად არის დევნილებისთვის სახლები ააშენოს. თუმცა, მთავარი დაბრკოლება არის ფული, რომელიც ეკო მიგრანტების პრობლემას სამუდამოდ გადაწყვეტს. საჭიროა გამოჩნდეს ინვესტორი, რომლის მოლოდინშიც 25 წელი გავიდა.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები