18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
წერეთლის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლების აღებას ხმაური მოჰყვა

გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლა მერიის დასუფთავების სამსახურმა გვიან ღამით წერეთლის გამზირი. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, დღეიდან ამ ტერიტორიაზე გარევაჭრობა იკრძალება.

მისივე ინფორმაციით, მოვაჭრეები აკრძალვის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული. მერიამ მათ ალტერნატიული სავაჭრო ფართი შეღავათიან ფასში შესთავაზა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო.

დახლების აღების პროცესს რამდენიმე მოვაჭრე ესწრებოდა. ისინი საკუთარი უფლებების დაცვას კვლავ აქციებით გეგმავენ.

„რა უნდა შემომთავაზოს, დღეს შემომთავაზებს და ხვალ მეშოკებით იქნება ფული გადასახადი და საიდან მოვიტანო. 6 თვე ენით იქნება და საქმით იქნება ერთი კვირა. ნარმანიას სახლში მივაკითხავ, ნარმანიასაც და ივანიშვილსაც სახლში მივაკითხავ,“ - აცხადებს მაგული ვაშაკიძე.

დღის ამბები