თბილისის ქუჩებში დღეიდან ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ფუნქცია ნარჩენის დაყრისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებაა.
თუმცა, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება. ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.
თბილისის მასშტაბით სულ 20 ინსპექტორი იმუშავებს. ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 50-ლარიდან 150-მდეა.