18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
საქართველო სექტემბრიდან "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდება

საქართველო სექტემბრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას გადაიბარებს. თავმჯდომარეობის ვადაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზნები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

ღია მმართველობის პარტნიორობა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინიციატივას შეუერთდა და არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდაც იყო არჩეული, წელს კი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს დავანახოთ - დემოკრატიული მმართველობა არის განსხვავებული გზა. გზა, რომელიც საქართველომ განახორციელა ანტიკორუფციულ მიმართულებაზე მუშაობისას, საჯარო სერვისების მიწოდებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მუშაობისას. საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში პარტნიორებისათვის საინტერესო სამუშაოს წელს ველოდებით,” - განაცხადა ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ჯო პაუელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები