საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარტში შემოსული ტურისტების რაოდენობა შეაჯამა. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს 13,1 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო უშუალოდ ტურისტების ნაკადი 28,6 პროცენტით გაიზარდა.
2017 წლის მარტში ვიზიტორთა ძირითადი ნაკადი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან იყო.
„ტურისტების რაოდენობა ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.