18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
გელა ხვედელიძეს 2 ოპერაცია ჩაუტარდება, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს 2 ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის შესახებ გელა ხვედელიძის ცოლი აცხადებს.

შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ყბა-სახისა და თვალის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. მას საოპერაციოდ ამ წუთებში ამზადებენ.

ხვედელიძის მეუღლე კი ახლა დაკითხვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მას თავს საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები