ალექსანდრე ჯეჯელავამ გამომცემლები უხარისხო წიგნების მაღალ ფასად ბეჭდვაში ღიად დაადანაშაულა. განათლების მინისტრი კონკრეტულად იმ გამომცემლებზე საუბრობს, რომლებიც გრიფირების წესში შეტანილ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. მინისტრისგან კრიტიკის მოსმენა იმ 20-მდე გამომცემელს მოუწია, რომლებიც რამდენიმე ათეულ წელზე მეტია სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენასა და გამოცემაზე მუშაობენ. ისინი სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გადახედვას მოითხოვენ.
განათლების მინისტრის პრეტენზიები გაუგებარია გამომცემლებისთვის. ისინი მინისტრს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.
სპეციალისტები იმ საფრთხეებზე მიუთითებენ, რომელიც გრიფირების წესის ამ ფორმით ამოქმედებას მოჰყვება. ისინი ამბობენ, რომ განათლების სისტემაზე მიმდინარე პროცესები უარყოფითად უკვე აისახა.