07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

ბოლო მონაცემებით, პეტერბურგში მომხდარ ტერქატს 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 45 ადამიანი დაშავდა. ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება ეჭვმიტანილის შესახებ რუსულ მედიაში.

საუბრობენ 25 წლამდე ასაკის მამაკაცზე ცენტრალური აზიიდან, სხვადასხვა სახელით და გვარით. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოძიებას ეჭვი თვითმკვლელ ტერორისტზე აქვს. გუშინ პეტერბურგში მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან შემთხვევის ადგილი სერიოზულად დააზიანა.

რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. გუშინ სამართალდამცველებმა პეტერბურგის მეტროში მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს და გააუვნებელყვეს.

პეტერბურგში ტერაქტის მახლობლად გამართულ მემორიალზე წუხელ ყვავილები ვლადიმერ პუტინმა მიიტანა. პეტერბურგის ტერაქტი დაგმო დონალდ ტრამპმა. რუსეთს მიუსამძიმრა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები