19 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
ნიკა მელია გორის რაიონის მოსახლეობას ხვდება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გორის რაიონის მოსახლეობას ხვდება. ნიკა მელია სოფელ საქაშეთში მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას და ბუნებრივი აირის გაყვანას მოითხოვენ.

სოფელში არ არის არც სამედიცინო ამბულატორია და არც საბავშვო ბაღი.

„უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი გორის რაიონში, კერძოდ სოფელ საქაშეთში, სადაც არც წყალია და არც გაზი. არადა დაპირება იყო გაცემული სულ რამდენიმე თვის წინ, რომ გამარჯვებისთანავე ქართული ოცნება შემოვიდოდა და სოფელს უზრუნველყოფდა გაზითა და წყლით. არა თუ უზრუნველყვეს, არამედ საერთოდ არავინ გამოჩენილა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები