19 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის, ამ პერიოდში ადამიანის გატაცების ფაქტებს, ასეთი გასულ თვეში 9 შემთხვევა იყო.

ასევე ფერმერთა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების შესახებ, საგაზაფხულო სამუშაოების დროს.

დღესვე იმსჯელებენ ცხინვალის ციხეში მყოფი გიუნაშვილის საკითხზეც, რომელსაც ქართული მხარე უკანონო პატიმრად მიიჩნევს და მის უპირობოდ გათავისუფლებს ითხოვს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. ეს ადამიანი ისევ იმყოფება უკანონო პატიმრობაში ცხინვალის ე.წ. ციხეში და ჩვენ მონაწილეებს შევახსენებთ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი არის ყოვლად გამოგონილი,“-განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები