18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისგან თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე დამატებით არგუმენტებს ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ რომ არგუმენტები, რომლებიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ წარადგინა, უსაფუძვლოა. ეს განცხადებები 120-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გაკეთდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული ეკონომია თვითმმართველი ქალაქების გაუქმების ხარჯზე, არარეალურია.

„მინისტრი საუბრობდა, რომ დემოკრატიის ხარისხი გაიზრდება გაერთიანებით, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ სუსტდება დემოკრატიის ხარისხი, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქები ვერ აირჩევენ თავის მერს, თავის წარმომადგენელს,“ - განაცხადა რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლიზა სოფრომაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი ფიქრობს, რომ საკითხზე პოლიტიკოსებმა მეტი არგუმენტი უნდა მოიყვანონ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები