„არაფრის გაუქმებას, უკან დაბრუნებას, ხელების ამოგრეხვას არავის ვუპირებთ,“ - ეს განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე გააკეთა.
ზურაბ ალავიძის განმარტებით, მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ფუნქციებს შორის სხვაობა, ფაქტობრივად, არ არსებობს.
„თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მმართველობას, ზუგდიდში ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს იმავე მმართველობას? ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგებელიც. ამაზე გვაქვს საუბარი და ამაზე მიდის მსჯელობა,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
120 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას დემოკრატიის ხარისხის დასუსტებასთან აიგივებს. არასამთავრობოები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.