18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მარტის თვის მონაცემებით 5,4%-ია - "საქსტატი"

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მარტის თვის მონაცემებით 5,4 %-ია. ამ ინფორმაციას ევროპულ საქართველოში ეხმაურებიან.

ოპოზიცია ხელისუფლებას ინფლაციის შეჩერებისა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად გადასახადების შემცირებას სთავაზობს.

„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი შესაძლებლობა მაშინ, როდესაც იქნება პოლიტიკა არა იმის, რომ ფასები გაძვირდეს, არა ის, რომ ადამიანების ცხოვრება გავურთულოთ, ეს იქნება გადასახადების ზრდით თუ სხვა ტიპის შეზღუდვებით, არამედ პირიქით, შევამციროთ გადასახადები და შემცირდეს წნეხი, როგორც მცირე, ასევე მსხვილ ბიზნესზე,“ - განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ზვიად ხორგუაშვილმა.

დღის ამბები